საქართელოს ფეხბურთის ნაკრები ანდორასთან გამარჯვების შემდეგ

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა

86
საქართველოსა და ანდორას შორის მატჩი ვაკო კაზაიშვილის და ჯაბა კანკავას წყალობით ანგარიშით 3:0 საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში თბილისში ანდორას ნაკრებს 3:0 მოუგო და „D ლიგის“ ნომერ პირველ ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა.

საქართველოს ნაკრებში დუბლი შეასრულა „სან-ხოსე ერთქვეიქსის“ ნახევარმცველმა ვაკო კაზაიშვილმა, ხოლო საბოლოო ანგარიში დამატებით დროში კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დაამყარა.

Матч между сборными Грузии и Андорры
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველო-ანდორა

 

მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. შეხვედრამდე ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დადებითი შედეგის მისაღწევად ინიციატივის ფლობის გარდა საჭიროა სწრაფი გოლი, რათა გუნდი დამშვიდდეს და თამაში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

პირველ ტაიმში მასპინძელმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ანდორას კარი მხოლოდ 33-ე წუთზე კაზაიშვილმა აიღო.

Матч между сборными Грузии и Андорры
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველო-ანდორა

შესვენების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა - საქართველო უტევდა, სტუმრები თავს იცავდნენ და შეტევაზე არც კი ფიქრობდნენ. 84-ე წუთზე კვეკვესკირის პასი მიიღო კაზაიშვილმა, რომელმაც გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

Грузинская сборная забила второй гол в ворота Андорры
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოს ნაკრებმა ანდორას მეორე გოლი გაუტანა

მატჩის ფინალური წერტილი დასვა საქართველოს გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ოთარ კაკაბაძის გადაცემა ზუსტი დარტყმით დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ცხრა ქულა აქვს და გუნდი D ლიგაში ნომერ პირველ ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს. ანდორას აქტივში ორი ქულაა. ამდენივე ქულა აქვს ლატვიისა და ყაზახეთის გუნდებს, რომლებმაც პარალელური შეხვედრა ფრედ - 1:1 დაასრულეს.

Матч между сборными Грузии и Андорры
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველო-ანდორა

დარჩენილ სამ მატჩში საქართველომ სამი ქულა უნდა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს და უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს.

მომდევნო მატჩს საქართველო გასვლაზე 16 ოქტომბერს ლატვიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

86