ქართველ სუმოისტზე იაპონიაში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

© Facebook / Ministry of culture and sport of Georgiaლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის იაპონიაში ცხოვრებას ეხება.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. იაპონურმა ტელეარხმა NHK ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეზე, რომელიც ტოშინოჩინის სახელით ასპარეზობს, დოკუმენტური ფილმი გადაიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართველმა სუმოისტმა ოძეკის წოდება მიიღო>>>

49-წუთიანი დოკუმენტური ფილმი "სპორტმენის სული – ოძეკი ტოჩინოშინი" ეკრანებზე ოქტომბერში გამოვიდა. ფილმი ლევან გორგაძის ტოკიოში ცხოვრებას და მისი მოღვაწეობის ყველა სფეროს ეხება – ვარჯიში, მკურნალობა, მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა და ა.შ.

დოკუმენტური ფილმი იაპონურ ენაზეა, თუმცა მასში ისეთი იშვიათი და ემოციური კადრებია, რომ ფილმი სუმოს ქართველი თაყვანისმცემლებისთვის თარგმანის გარეშეც გასაგები იქნება.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტოშინოჩინს ოძეკის წოდება მიენიჭა, რაც პროფესიონალურ სუმოში მეორე იერარქიულ ტიტულს გულისხმობს. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ეს საპატიო წოდება მიიღო.

მიმდინარე წლის იანვარში გორგაძე პირველი ქართველი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0