ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი შანხაის ტურნირის მესამე წრეში ვერ გადავიდა

61
(განახლებულია 12:35 10.10.2018)
ტურნირზე ბასილაშვილმა 47 ათასი დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (23-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) ამ დღეებში შანხაიში (ჩინეთი) მიმდინარე "მასტერსის" სერიის საჩოგბურთო ტურნირის მესამე წრეში ვერ გადავიდა.

მეორე რაუნდის მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევთან (მე-5 ნომერი, გერმანია) წააგო ორ სეტში 5:7, 4:6. თამაში საათნახევარი გაგრძელდა.

მეორე პარტიაში იგრძნობოდა, რომ ქართველი სპორტსმენი დაიღალა, აისახა გასული კვირის დაძაბულობაც, როდესაც ბასილაშვილმა პეკინში АТР 500 სერიის ტურნირი მოიგო.

Rolex Shanghai Masters-ში მონაწილეობამ ქართველ ჩოგბურთელს 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 47 ათასი აშშ დოლარი მოუტანა.

შანხაის ტურნირი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეჯიბრების საპრიზო ფონდია შვიდი მილიონი დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

 

61