ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის „დაპყრობას" განაგრძობს

© AP Photo / Mark Schiefelbeinნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა მასტერსის ტურნირის პირველი შეხვედრა მოიგო და ამ გამარჯვებით ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგის ოცეულში შეაღწია.

თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. შანხაის მასტერსის სერიის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო ნიკა ბასილაშვილმა, რომელმაც კანადელ დენის შაპოვალოვს უპრობლემოდ მოუგო ორ სეტში 6:2, 6:2. ამ მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე გაინაღდა სარეიტინგო 180 ქულა, რაც იმის წინაპირობაა, რომ მომავალ რეიტინგ–ლისტში მინიმუმ მეოცე საფეხურზე ვიხილავთ.

შანხაის ტურნირის მოგება 1000 ქულად ფასობს, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 9 მილიონ დოლარამდეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0