ძიუდო

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

29
(განახლებულია 12:58 14.09.2018)
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სოფიაში 16 სექტემბრამდე გაგრძელდება

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტებმა ჯაბა პაპინაშვილმა (-60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (-66) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონატი ამ დღეებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს.

კონტინენტის პირველობის მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს წარმოდგენენ ძიუდოისტები: ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე -81), ლაშა ბექაური (-90). 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გუნდი წარმოდგენილი არ არის.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც 43 ქვეყნის 415 სპორტსმენი მონაწილეობს, 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

29