საქართველო-ლატვია : თამაშის ფრაგმენტი

ფეხბურთის ფასი: საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ფასი ერთა ლიგის მატჩების შემდეგ გაიზარდა

87
(განახლებულია 21:15 12.09.2018)
ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო გვილია ახლა გაცილებით მეტად ფასობენ

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება უეფას ერთა ლიგაში წარმატებული სტარტის შემდეგ შესამჩნევად გაიზარდა.

დაწვრილებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ვებგვერდი – transfermarkt.com.

ბელგიის „გენტის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი უეფას ერთა ლიგის დაწყებამდე სამ მილიონ ევროს შეადგენდა. ყაზახეთთან მატჩში ჩაკვეტაძემ ანგარიში გახსნა და ახალი ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა (საქართველომ ანგარიშით 2:0 მოიგო), ხოლო ლატვიასთან მატჩის დროს ჩაკვეტაძემ „გამოიმუშავა“ პენალტი, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა განახორციელა.

„არაფერს ვნანობ“ — კაშია ევროპული ფეხბურთიდან ამერიკულში გადადის >>

გატანილი გოლისა და გამომუშავებული პენალტის გარდა, 19 წლის ნახევარმცველმა ორივე შეხვედრაში უდიდესი სამუშაო შეასრულა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სქემაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად იქცა. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ ამ ორი მატჩის შემდეგ მისი ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

Сборная Грузии по футболу на тренировке
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართელოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე

კიდევ ერთ ნახევარმცველს, ვაკო გვილიას (შვეიცარიის „ლუცერნი“) გაეზარდა შეფასება. უეფას ერთა ლიგის მატჩებამდე მისი ღირებულება 900 000 ევროს ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი მისმა ფასმა მილიონს გადააჭარბა და 1 მილიონი 250 ათასი ევრო შეადგინა.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელად ისევ მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი საბა კვერკველია რჩება. transfermarkt.com-ის შეფასებით, კლუბს, რომელიც ფეხბურთელის შეძენას მოინდომებს, 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

Сборная Грузии по футболу на тренировке
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართელოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელად გამოცემა „მილანის“ ყოფილ მცველს კახა კალაძეს ასახელებს. თავის დროზე თბილისის ამჟამინდელი მერის ტრანსფერში 8,5 მილიონი ევროს იხდიდნენ. 


87
თემები:
სპორტი და საქართველო (485)