ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© Sputnik / STRINGERძიუდოისტი თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს
ძიუდოისტი თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ განაცხადში სპორტსმენების მაქსიმალური რაოდენობა შეიტანა

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველომ ძიუდოს მსოფლიო ფედერაციას (IJF) წარუდგინა სპორტსმენების სია, რომლებიც 20-27 სექტემბერს ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველო მსოფლიო პირველობაზე წარმოდგენილი იქნება 10 ძიუდოისტით — ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებიდან ძიუდოისტთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება. IJF-ს რეგლამენტის თანახმად, ორ წონით კატეგორიაში (ადგილობრივი ფედერაციის ასარჩევია) ორი სპორტსმენი უნდა იყოს წარმოდგენილი. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 60 კგ-მდე და 90 კგ-მდე წონითი კატეგორიები.

ზებედა რეხვიაშვილი (თეთრ კიმონოში) - Sputnik საქართველო
ბუდაპეშტის გრან-პრის მეორე დღეს საქართველო მედლების გარეშე დარჩა

საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

მამაკაცები:

(-60 კგ) – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

(-66 კგ) – ვაჟა მარგველაშვილი

(-73 კგ) – ლაშა შავდათუაშვილი

(-81 კგ) – ზებედა რეხვიაშვილი

(-90 კგ) – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი 

(-100 კგ) – ვარლამ ლიპარტელიანი

(+100 კგ) – გურამ თუშიშვილი.

ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ზაგრების ტურნირზე >>

ქალები:

(-52 კგ) – მარიამ ჯავახიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას წარმოდგენილი სიის შეცვლის უფლება აქვს. სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება გიორგი პაპუნაშვილს (-90 კგ). მის ადგილზე პრეტენზიას აცხადებენ უფრო გამოცდილი ძიუდოისტები — ავთო ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი. შესაძლოა, საბოლოო არჩევანს ფედერაცია გააკეთებს 2 სექტემბერს ბრატისლავაში გამართული შეჯიბრებების შემდეგ, სადაც ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი იასპარეზებენ.

ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებებში საქართველოს ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს.


ყველა ახალი ამბავი
0