ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი

ქართველმა ძიუდოისტმა უნგრეთის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

69
შაბათს ტურნირზე ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ამირან პაპინაშვილმა უნგრეთის გრან-პრიზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პაპინაშვილმა დაამარცხა ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი, რომელმაც ¼ ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანს სძლია.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიის გარდა, უნგრეთის გრან-პრის პირველ დღეს მედლები 66 კგ-მდე კატეგორიაში გათამაშდა. ამ შეჯიბრებაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო თორნიკე ნაგლიაშვილი, რომელმაც 1/8 ფინალში უკრაინელ ბოგდან იადოვთან წააგო.

რატომ დატოვა თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა >>

ტურნირის მეორე დღეს ძიუდოისტები მედლებს 73 და 81 კილოგრამამდე  წონით კატეგორიებში გაათამაშებენ, რომლებშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფრიდონ გიგანი და ზებედა რეხვიაშვილი წარადგენენ.

უნგრეთის გრან-პრი 12 აგვისტომდე გაგრძელდება.


69
თემები:
სპორტი და საქართველო (451)