ქუთაისის „ტორპედოს ფეხბურთელები

ქუთაისის „ტორპედომ" ევროპის ლიგის მატჩში „კუკესი" გაანადგურა

50
(განახლებულია 17:01 10.08.2018)
საპასუხო თამაში 16 აგვისტოს ალბანეთის ქალაქ ელბასანში გაიმართება

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედო" ალბანეთის „კუკესი" უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში 5:2 ანგარიშით გაანადგურა.

ყველა ძირითადი მოვლენა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში პირველ ნახევარში მოხდა. 31-ე წუთზე ტაბლოზე უკვე ეწერა ანგარიში 4:1.

კახაბერ ჩხეტიანის გუნდიდან გოლები გაიტანეს გიორგი კუხიანიძემ (დუბლი), გიორგი ქიმაძემ, ლაზარ მარინიმ, თორნიკე კაპანაძემ, სტუმართა შორის თავი გამოიჩინეს ჰარის ჰარბამ და სებინო პლიაკუმ (პენალტი).

საპასუხო მატჩი ალბანეთის ქალაქ ელბასანში 16 აგვისტოს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

თუ ქუთაისის „ტორპედო" „კუკესის" დაპირისპირებას გადალახავს (რისი დიდი შანსიც აქვს), ქართული კლუბი ბულგარეთის „ლუდოგორეცსა" და ბოსნია და ჰერცოგოვინას „ზრინსკის" დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

50
თემები:
სპორტი და საქართველო (399)