ქართველი მშვილდოსნები

ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა ბულგარეთში ევროპის გრან-პრი მოიგეს

81
საბოლოო ჯამში, ქართველმა ამორძალებმა იაპონელები დაამარცხეს

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრებმა მშვილდოსნობაში მოიგო ევროპული გრან-პრის გუნდური შეჯიბრება, რომელიც დასრულდა სოფიაში (ბულგარეთი).

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და ციცო ფუტკარაძე.

ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენებმა იაპონელი კონკურენტები ანგარიშით 5: 3 დაამარცხეს.

ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, ვერცერთმა ქართველმა მშვილდოსანმა ვერ შეძლო 1/16 ფინალური ეტაპის დაძლევა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში სოფიაში გრან-პრის გამარჯვებული გახდა თურქეთის გუნდი, რომლის ანგარიშზეა შვიდი მედალი — 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს.


81