ჭადრაკი

საქართველოს წარმომადგენელი სანქტ-პეტერბურგში ჭადრაკის ფესტივალზე გაემგზავრება

66
(განახლებულია 17:59 06.08.2018)
საქართველოს ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალზე „პეტერბურგის ზაფხული" წარმოადგენს მიხეილ მჭედლიშვილი

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილი ჭადრაკის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე „პეტერბურგის ზაფხული" გაემგზავრება, სადაც ასობით მონაწილე შეიკრიბება, ნათქვამია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ტრადიციული ფესტივალი ყოველწლიურად საჭადრაკო დაფასთან ჭადრაკის პროფესიონალებსა და მოყვარულებს კრებს.

ტურნირებში მონაწილეობას მიიღებს 700 მოჭადრაკე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან, მათ შორისაა საფრანგეთი, აშშ, ვენესუელა, ეგვიპტე, ინდოეთი, ირანი, ჩინეთი და სხვა.

მჭედლიშვილი (დაბადებული 1979 წელს) არაერთხელ მონაწილეობდა საჭადრაკო ტურნირებში და ტავს ამჟრავნებდა, როგორც ძლიერი მეტოქე.

ფესტივალის პროგრამაშია შვიდი ტურნირი.

„პეტერბურგის ზაფხული" 14-27 აგვისტოს სასტუმრო „პარკ კრესტოვსკიში" გაიმართება.

საჭადრაკო შეჯიბრების ორგანიზატორია სანქტ-პეტერბურგის ჭადრაკის სპორტული ფედერაცია, მხარდამჭერია რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია და სანქტ-პეტერბურგის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტი.

66
თემები:
სპორტი და საქართველო (511)