ვაკო ყაზაიშვილი

ქართველი ფეხბურთელები ამერიკის დაპყრობას აგრძელებენ

57
(განახლებულია 15:49 05.08.2018)
კალიფორნიული გუნდის სახელით საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი ასპარეზობს

თბილისი,  5 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი ვაკო კაზაიშვილი, რომელიც აშშ–ში   MLS–ის კლუბ „სან–ხოსე ერსქვიქსში“ ასპარეზობს, ოკეანისგაღმა კარიერაში პირველი დუბლით გამოირჩა.

 „დალასის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მე–19 წუთზე გახსნა და შეხვედრის ბოლოსაც იმარჯვა. აღნიშნული გოლები ყაზაიშვილისთვის MLS–ის მიმდინარე სეზონზე მეხუთე და მეექვსეა. 

 „სან–ხოსემ“ მატჩი ანგარიშით 3:1 მოიგო. კალიფორნიული გუნდისთვის, რომელიც დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერია,  აღნიშნული გამარჯვება 12 მაისის შემდეგ პირველი და მიმდინარე სეზონზე მესამეა.

აღსანიშნავია, რომ „დალასის“ წინააღმდეგ მინდორზე მთელი 90 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანმა“ გურამ კაშიამ, რომელიც „სან–ხოსეში“ ჰოლანდიური „ვიტესიდან“ მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა.

ყაზაიშვილი  MLS–ში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან „სან–ხოსეს“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


57