ქუთაისის „ტორპედომ“ ჩემპიონთა ლიგაში მოლდოველებთან წააგო

© FB / F.C. Torpedo Kutaisiქუთაისის „ტორპედოს" ფეხბურთელები
ქუთაისის „ტორპედოს ფეხბურთელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ შეხვედრაში გამარჯვება ქუთაისელ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში გადასვლაში ვერ დაეხმარა

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქუთაისის „ტორპედომ“ ტირასპოლის „შერიფთან“ 3:0 წააგო. საპასუხო მატჩი 2018–2019 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი რაუნდის ფარგლებში ჩატარდა. კლუბი ევროთასის გათამაშებას გამოეთიშა, იუწყება „Sputnik–მოლდოვა“.

ზაალ ჩაჩავა - Sputnik საქართველო
ჩაჩავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ევროპული მოდელის გუნდი იყოს

დაპირისპირება ტირასპოლში გაიმართა. მასპინძლებმა ანგარიში უკვე მეცხრე წუთზე გახსნეს – გოლი ზიგი ბადიბანგამ გაიტანა, შემდეგ დუბლი მე–40 და 55–ე წუთებზე გააფორმა ჟო სანტოსმა. ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. მოლდოველები შემდეგ რაუნდში გავიდნენ. წინა შეხვედრაში ქუთაისელებმა 2:1 მოიგეს.

შემდეგ შესარჩევ რაუნდში „შერიფი“ მაკედონიის „შკენდიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრები დაგეგმილია 24–25 ივლისსა და 31 ივლისს–1 აგვისტოს.

პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩებს ჩაატარებს კიდევ სამი ქართული კლუბი: „სამტრედია“ ყაზახეთში „ტობოლს“ შეხვდება (პირველი შეხვედრა – 1:0 ყაზახების გამარჯვებით); „ჩიხურა“ ისრაელში „ბეითარს“ შეხვდება (წინა მატჩი – 0:0), ხოლო თბილისის „დინამო“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს (1:1).

ყველა ახალი ამბავი
0