ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

© AP Photo / Marcio Jose Sanchezზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს მოქმედი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია სპორტის რაინდი გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო ფაჩულიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა.

ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ჩემპიონი გახდა>>>

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017, 2018). მან წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ ერთად კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი მოიგო.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
თბილისის საპატიო მოქალაქეთა სიაში არიან ფაჩულია, ათანელი, ჰანი

ზაზა ფაჩულია მეორე ევროპელი ცენტრია პაუ გასოლთან (ესპანეთი) ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ს ჩემპიონის თასის მოგება. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ ითამაშა.

ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდში ქართველი ცენტრი თამაშობდა „ორლანდო მეჯიკში“, „მილუოკი ბაქსში“,  „დალას მავერიქსში“, ხოლო კარიერის უდიდესი პერიოდი გაატარა „ატლანტა ჰოუქსში“ (2005-2013).

„გოლდენ სტეიტ უორიორზში“ ფაჩულია 2016 წლიდან თამაშობს.

საქართველოს სპორტის რაინდის წოდება ენიჭებათ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სათამაშო სახეობებში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის, აგრეთვე პირებს, რომლებიც ხანგრძლივი ვადით ეწევიან სპორტის სფეროში ქველმოქმედებას და ახორციელებენ სპორტული ბაზების ფართომასშტაბიან მშენებლობას და რეაბილიტაციას.

ყველა ახალი ამბავი
0