ინგლისის ნაკრებმა ტუნისის გუნდს მოუგო

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. ტუნისი-ინგლისი. გარი კეინი გატანილი გოლის შემდეგ
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. ტუნისი-ინგლისი. გარი კეინი გატანილი გოლის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისის ნაკრებმა დამატებულ დროში მოიგო.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ინგლისის ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფის მატჩში ტუნისთან მოიგო ანგარიშით 2:1.

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. ტუნისი-ინგლისი.
Футбол. ЧМ-2018. Матч Тунис - Англия - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. ტუნისი-ინგლისი.

ინგლისის გუნდში თავი გამოიჩინა ჰარი კეინმა (მე-11 წუთი და 90+1), ტუნისის ნაკრებიდან ფერტანი სასიმ გაიტანა (35-ე წუთი, პენალტი).

მანამდე ორშაბათს G ჯგუფში ბელგიამ პანამას მოუგო ანგარიშით 3:0.

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. ტუნისი-ინგლისი.
Футбол. ЧМ-2018. Матч Тунис - Англия - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. ტუნისი-ინგლისი.

ჯგუფური ეტაპის მომდევნო ტურში 23 ივნისს მოსკოვში „სპარტაკის“ სტადიონზე ტუნისის ნაკრები ბელგიელებს დაუპირისპირდება, ხოლო ინგლისელები 24 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში პანამას შეხვდებიან.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.

ყველა ახალი ამბავი
0