ინგლისის ექს–ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა

© photo: Sputnik / Alelexay Filippov / გადასვლა მედიაბანკშისაბა კვერკველია
საბა კვერკველია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს უეფას ჩემპიონთა ლიგაში საშემოდგომო სტარტის წინ საკვანძო ფეხბურთელის გარეშე დარჩენა არ სურთ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ლესტერი“, რომელიც 2016 წელს ინგლისის პრემიერ–ლიგის ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველით საბა კვერკველიათი დაინტერესდა, იუწყება Известия.

როგორც გამოცემა წერს, „ლესტერის“ ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელში 17 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბის წარმომადგენლები „ლოკომოტივის“ პრეზიდენტ ილია გერკუსს უკვე დაუკავშირდნენ და ოფიციალური წინადადებაც შესთავაზეს. 

სოლომონ კვერკველია - Sputnik საქართველო
კვერკველია ივლისში „ლოკომოტივის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა>>>

ამავე დროს „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს იური სიომინს არ სურთ ჩემპიონთა ლიგაში საშემოდგომო სტარტის წინ საკვანძო ფეხბურთელის გარეშე დარჩენა. კლუბში მიიჩნევენ, რომ ტურნირში საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენით კვერკველია ევროპული კლუბების მხრიდან კიდევ უფრო დიდ ყურადღებას დაიმსახურებს.

კვერკველია „ლოკომოტივში" ყაზანის „რუბინიდან" წინა სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა იჯარის უფლებით და მან „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასიც მოიპოვა.

2017 წლის ზაფხულში „ლოკომოტივმა“ ფეხბურთელი „რუბინისგან“ სრულად გამოისყიდა. რუსეთის ჩემპიონატის 2017/2018 სეზონის პირველი დღეებიდანვე კვერკველია კლუბის ძირითადი მოთამაშე გახდა. ეროვნული პირველობის 30 მატჩიდან საბამ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა დისკვალიფიკაციის გამო.

ამ სეზონში „ლოკომოტივი“ რუსეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავიდა და 14 წლის მანძილზე პირველი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0