რაგბის ბურთი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშე ინგლისურ კლუბში გადავიდა

85
(განახლებულია 22:51 04.06.2018)
ინგლისში გადასვლამდე ქართველი მორაგბე ფრანგული კლუბ „შამბერის“ ღირსებას იცავდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ნოდარ ჭეიშვილი კარიერას ინგლისურ კლუბ „კორნიშ პირატსში“  (Cornish Pirates) გააგრძელებს, ნათქვამია ბრიტანული გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონტრაქტი მორაგბესა და კლუბს შორის ერთ სეზონზეა გათვლილი. გარიგების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

„გახარებული ვარ, რადგან მომწონს ინგლისური თამაშის სტილი. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და კიდევ უფრო მოვუმატებ. კარგი თამაშის შემთხვევაში, უფრო დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ უკეთეს გუნდში გადავიდე, რადგან იქ ძალიან ბევრი აგენტია, რომელიც უმაღლესი ლიგის გუნდებისთვის მუშაობს“, — განაცხადა ჭეიშვილმა.

„კორნიშ პირატსი“ ინგლისის მეორე დივიზიონში ასპარეზობს და გასულ სეზონში მეოთხე ადგილზეა.

ინგლისში გადასვლამდე 27 წლის ჭეიშვილი ფრანგული კლუბ „შამბერის“ და საქართველოს „ლელო სარასენსის“ ღირსებას იცავდა.

საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი კარიერას ვალიურ კლუბში გააგრძელებს >>

საქართველოს ნაკრებში ჭეიშვილის დებიუტი 2015 წელს შედგა და მან ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა. ამჟამად ჭეიშვილი ნაკრების შემადგენლობაში წყნარ ოკეანეში ტურნეშია, სადაც მილტონ ჰეიგის აღსაზრდელები გამართავენ სამ ტესტ-მატჩს — ტონგასთან (9 ივნისს), ფიჯისთან (16 ივნისი) და იაპონიასთან (23 ივნისი).


85
თემები:
სპორტი და საქართველო (439)