ზაზა ფაჩულია

ფაჩულიამ NBA-ს ფინალის მეორე მატჩში ითამაშა

65
(განახლებულია 20:21 04.06.2018)
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ სამ წუთში ექვსი ქულა მოაგროვა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. „გოლდენ სტეიტ უორიორზის“  ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია NBA-ს საფინალო სერიის „კლივლენდ კავალიერსთან“ მეორე მატჩში მოედანზე გამოვიდა, ხოლო მისმა გუნდმა ანგარიშით 122:103 გაიმარჯვა.

ფაჩულიამ პარკეტზე სამნახევარი წუთი გაატარა და ამ დროში ექვსი ქულა დააგროვა და ორი მოხსნა გააკეთა (ერთი დაცვაში და ერთი შეტევაში).

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ისევ სტეფ კარი იყო. გამთამაშებლის ანგარიშზეა 33 ქულა, შვიდი მოხსნა და რვა შედეგიანი გადაცემა. კარის ოდნავ ჩამორჩა მისი პარტნიორი კევინ დიურანტი — 26-9-7.

ამ წარმატების შედეგ „გოლდენ სტეიტი“ „ოთხ გამარჯვებამდე“ სერიაში ანგარიშით 2:0 იგებს. ფინალის მესამე თამაში კვლავ ოკლენდში, „უორიორზის“ პარკეტზე 5 ივნისს ჩატარდება. 

ქართული ანსამბლი „შვიდკაცა" NBA-ს მატჩის წინ აშშ-ის ჰიმნს შეასრულებს >>

„უორიორზი“ და „კავალიერსი“ NBA-ს საფინალო სერიაში ზედიზედ მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს — ეს ამერიკული სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 2015 წელს „გოლდენ სტეიტმა“ 40 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიპოვა, როდესაც სერია ანგარიშით 4:2 მოიგო. ერთი წლის შემდეგ „კლივლენდმა“ რევანში აიღო. გასულ სეზონზე „უორიორზმა“ ხუთ მატჩში იოლად მოიგო, ხოლო ფაჩულია NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.


65
თემები:
სპორტი და საქართველო (438)