ლევან გორგაძის გამარჯვება: ტოჩინოშინმა სუმოს ღმერთი დაამარცხა – ვიდეოკადრები

© AFP 2024 / JIJI PRESSლევან გიორგაძე, ტოჩინოშინი
ლევან გიორგაძე, ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მასმედია წერს, ლევან გორგაძემ სუმოს ორმოცგზის ჩემპიონზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა, ვინაიდან მან „სუმოს ღმერთი დაამარცხა“.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც სპორტის სამყაროში ტოჩინოშინის სახელითაა ცნობილი, ბაშოს მე-12 დღეს დაძაბულ ბრძოლაში სუმოს ლეგენდა, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა და მიმდინარე ბაშოზე ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა, იუწყება ტელეარხი „იმედი“. 

 

როგორც მასმედია წერს, ლევან გორგაძემ სუმოს ორმოცგზის ჩემპიონზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა, ვინაიდან მან „სუმოს ღმერთი დაამარცხა“. 

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იაპონელი შოდაი იქნება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა ლევან გორგაძეს მთავარი ბრძოლა იმპერატორის თასზე 26 მაისს კაკარიუსთან ელის.

ყველა ახალი ამბავი
0