გუდაური

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

64
(განახლებულია 18:13 18.05.2018)
საქართველო სპორტის ზამთრის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მსოფლიო რუკაზე გაჩნდება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ფრისტაილსა და სნოუბორდინგში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება ქვეყანას „უმაღლეს ლიგაში“ გადაიყვანს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც საბერძნეთის ქალაქ კოსტა-ნავარინოში ჩატარდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდინგში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე — გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარდება.

„ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას… ეს არის გადაწყეტილება, რომელსაც საქართველო გადაჰყავს უმაღლეს ლიგაში და ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

ზამთრის კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. იანვრის ბოლოს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ვიზიტის დროს კვირიკაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ტომას ბახს შეხვდა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში. კვირიკაშვილმა და ბახმა ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პერსპექტივები განიხილეს და მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოს სამთო-სათხილამური პოტენციალის შესაფასებლად სოკ-ის ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლის თაობაზე.

სოკ-ის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში მარტის დასაწყისში იმყოფებოდა.

 

64
თემები:
სპორტი და საქართველო (485)