ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან რომის ტურნირზე დამარცხდა

50
(განახლებულია 22:40 16.05.2018)
ასეთ ადრეულ ეტაპზე დამარცხების მიუხედავად, АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ პოზიციებს გაიუმჯობესებს და 74-ე პოზიციიდან გადაინაცვლებს

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (74) „მასტერსის“ სერიის АТР-ს ტურნირის მეორე წრეში მსოფლიოს ყოფილ ნომერ პირველ ჩოგბურთელ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 2:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო >>

პირველ პარტიაში საკმაოდ თანასწორი ბრძოლა წარიმართა. მეტიც, 3:3 ანგარიშისას ქართველმა ჩოგბურთელმა ჯოკოვიჩის ჩაწოდების აღება ოთხჯერ შეძლო. მაგრამ სერბმა გაუძლო. სეტის ბოლოს მან ძალები მოიკრიბა და მეათე გეიმში ბრეიკის გაკეთება შეძლო, რომელმაც პარტია მოაგებინა — 6:4.

ბასილაშვილის ქომაგების სამწუხაროდ, მეორე სეტში მან ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა ოპონენტს და თავისი ჩაწოდება ორჯერ დათმო. 

მატჩი საერთო ჯამში 1 საათი და 16 წუთი გაგრძელდა.

ასეთ ადრეულ ეტაპზე დამარცხების მიუხედავად, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 32 000 ევრო გამოიმუშავა. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ პოზიციებს გაიუმჯობესებს და 74-ე პოზიციიდან გადაინაცვლებს

რაც შეეხება ტურნირს რომში Internazionali BNL d"Italia, ის 20 მაისამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდია თითქმის ხუთნახევარი მილიონი ევრო. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ალექსანდრ ზვერევი (გერმანია).


50
თემები:
სპორტი და საქართველო (336)