ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი რომის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

34
(განახლებულია 16:52 14.05.2018)
ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილი 22 წლის იტალიელ სპორტსმენს შეხვდება.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (74) ფრანგ ჟულიენ ბენეტოს (60) მოუგო სამ სეტში 3:6, 7:5, 6:4 და „მასტერსის" АТР სერიის ძირითად ბადეში გავიდა. ტურნირი რომში დაიწყო.

სეზონის დასკვნითი „მასტერსის" პირველ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი 22 წლის იტალიელ ფილიპო ბალდის (370) შეხვდება. მატჩი 15 მაისს არის დაგეგმილი.

ტურნირის ძირითად ბადეში გასვლამ ბასილაშვილს უკვე მოუტანა 10 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხა — 17 ათას ევროზე ცოტა მეტი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველმა სპორტსმენმა გაიუმჯობესა პოზიციები და 77-ე ადგილიდან 74-ზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება ტურნირს რომში Internazionali BNL d"Italia, ის 20 მაისამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდია თითქმის ხუთნახევარი მილიონი ევრო. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ალექსანდრ ზვერევი (გერმანია).

34
თემები:
სპორტი და საქართველო (435)