საქართველოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში დედა-შვილმა მოიგო

© video: Sputnik / Alexander Imedashviliნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატზე დედა-შვილმა და-ძმას აჯობა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა ცოტნე მაჭავარიანმა შერეულ წყვილთა შორის ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს.

ნინო სალუქაძე - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძე — სპორტსმენი, რომლის ანგარიშზეც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალია

ოჯახურმა დუეტმა შემაჯამებელ ოქმში 759 ქულა დააგროვა და და-ძმას — მეგი და ლევან ქადაგიძეებს სძლია.

ბრინჯაო მიიღეს ნინო ხუციბერიძემ და შოთა გირგვლიანმა ქუთაისიდან.

ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებებში სალუქვაძემ — სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა მხოლოდ ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო. ტიტულოვან სპორტსმენს, რომელმაც 555 ქულა დააგროვა, მეგი ქადაგიძემ (558) და მარიამ ჩაგანავამ (567) გაუსწრეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0