კახა კალაძე მინდორზე კვლავ გამოჩნდება

© photo: Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთის, თურქეთის, იტალიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდები თბილისში „ზამთრის თასისთვის“ იბრძოლებენ

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. დავით პეტრიაშვილის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ზამთრის თასი“ თბილისში, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე  12–14 იანვრის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში. 

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ  ეროვნული ლიგიდან და ეროვნული ლიგა 2–დან  16 ქართული კლუბი და ასევე ყოფილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ექვსი ევროპული ნაკრები. 

სოლომონ კვერკველია - Sputnik საქართველო
2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

ქართული კლუბები ოთხ ჯგუფად დაიყოფიან, მატჩები 12 და 13 იანვარს ჩატარდება. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში მოხვდება. ნახევარფინალის  და ფინალის მატჩები 14 რიცხვში გაიმართება.

ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებისთვის „ზამთრის თასის“ ტურნირი, პირველ რიგში, წინასასეზონო მომზადების საწყის ეტაპს წარმოადგენს. შეჯიბრების დასრულების შემდეგ გუნდების უმეტესობა პირველ წვრთნებზე გაემგზავრება. 

ვეტერანთა ნაკრებების ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის, იტალიის, თურქეთის, უკრაინის და საქართველოს გუნდები, რომელსაც შეუერთდება უეფას თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდი. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზებენ გასული წლების  ფეხბურთის ვარსკვლავები: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით მუჯირი.

ესპანეთის ღირსებას დაიცავენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა  ჟოან კაპდევილა (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი), მარკოს სენა (ევროპის ჩემპიონი), ხოსე ამავისკა (1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), ვისენტე ენგონგა და ესპანური ფეხბურთის სხვა ვეტერანები.

გარდა ამისა, ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას ნიკოლა ამორუზო, მასიმო აგოსტინი, ალესანდრო ბიანკი, პატრიკ მიულერი, კრისტიან კივუ, მილენკო აჩიმოვიჩი.

ექვსი ნაკრები ორ ჯგუფად დაიყოფა, თითოეულში სამი გუნდი. ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორი გუნდი გავა. ნაკრებების ყველა მატჩი, ნახევარფინალისა და ფინალის ჩათვლით, 14 იანვარს გაიმართება.

ტურნირის ყველა მატჩზე დასწრება უფასოა.


ყველა ახალი ამბავი
0