საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები: იაკობ მაქარაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და სანდრო ამინაშვილი

გენო პეტრიაშვილისა და ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვებები საუკეთესოთა შორისაა

52
(განახლებულია 19:57 31.12.2017)
2017 წლის საუკეთესო სამ დაპირისპირებაში ორი ქართველი ფალავანის ჭიდაობა მოხვდა.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW-  United World Wrestling) თავისუფალ ჭიდაობაში 2017 წლის სამი საუკეთესო შეხვედრა დაასახელა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

2017 წლის საუკეთესო სამ დაპირისპირებაში ორი ქართველი ფალავნის ჭიდაობა მოხვდა.

საუკეთესოდ დასახელდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ახმედ ჩაკაევის ფინალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსეთის წარმომადგენელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა  61 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუს მეტოქეს ბოლო წამებზე სძლია (10:9). ხინჩეგაშვილი მესამედ (2014, 2016, 2017) გახდა ევროპის ჩემპიონი.

რჩეულ შეხვედრებს  შორის მოხვდა, ასევე, გენო პეტრიაშვილისა და ტახა აკგულის ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც გორელმა ფალავანმა თურქი ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დაამარცხა. პარიზში გამართულ ტურნირზე 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში პეტრიაშვილმა  მეტოქეს ანგარიშით 10:8 სძლია და კარიერაში პირველად გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი. 

მესამე ადგილზე გავიდა ოლიმპიური ჩემპიონების ამერიკელი კაილ სნაიდერისა და „რუსულ ტანკადწოდებული" აბდულრაშიდ სადულაევის ფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე.


52
თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)
„ეტლით თხილამურების ჩემპიონატი

გორში მცხოვრები შშმ სამხედროს გუნდმა „ეტლით თხილამურების ჩემპიონატი" მოიგო

43
სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აჩვენეს, რომ ძლიერი ნებისყოფის შემთხვევაში სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. გუნდი გორიდან გახდა გამარჯვებული „ეტლით თხილამურების ჩემპიონატში", რომელიც ბაკურიანში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

წელს ჩემპიონატი მეორედ ჩატარდა. მასში სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი 30 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას.

პირველი ადგილი სამხედრო მოსამსახურის, გორელი ვეფხია გელაშვილის გუნდმა გაიმარჯვა. ინდივიდუალურ პირველობაში შიდა ქართლის წარმომადგენლებმა მეორე ადგილი დაიკავეს. თავი ისახელა რევაზ გორგაძემ.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

სპორტული ტურნირი გაიმართა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებიანი მდგომარეობის დამკვიდრებას.

43
საქართველოს რაგბის ნაკრები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო

54
(განახლებულია 23:04 06.03.2021)
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა პორტუგალიელები - „ბორჯღალოსნებმა“ საერთო ჯამში მათ 16-ჯერ მოუგეს

თბილისი,  6 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონის ევროპის ერთა თასის პირველ მატჩში ლისაბონში პორტუგალიის გუნდს ანგარიშით 29:16 მოუგო.

მასპინძლებმა შეხვედრის პირველი წუთებიდან ქართველებს ბრძოლა გაუმართეს და ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ 6:0. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ორი წარმატებული ლელოთი უპასუხეს. მათი ავტორები მირიან მოდებაძე და ჯაბა ბრეგვაძე გახდნენ.

მაგრამ პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს. როდრიგოს ლელოს და მარგეშის გარდასახვის წყალობით პორტუგალიელები შესვენებაზე 13:10 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევრის დასაწყისში „მგლებმა“ მარგეშის მორიგი საჯარიმოს შემდეგ უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდეს. მაგრამ ეს ლოკალური წარმატება პორტუგალიელებისთვის ამ მატჩში ბოლო აღმოჩნდა. 48-ე წუთიდან ქართველებმა ხელში ჩაიგდეს ინიციატივა და სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. ბურთის ტოტალური კონტროლის შედეგად სამი წარმატებული ლელო დადეს გიორგი ბაბუნაშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ. ორი ზუსტი გარდასახვა შეასრულა სოსო მატიაშვილმა. საბოლოო შედეგია 29:16 და საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის წლევანდელ გათამაშებას მოგებით იწყებს.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიელებს ზედიზედ მეცხრედ მოუგო. მეტოქეთა დაპირისპირებაში ლისაბონში გამართული მატჩი 22-ე გახდა. საერთო ჯამში „ბორჯღალოსნებმა“ მოიგეს 16-ჯერ, ოთხჯერ წააგეს და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ტურნირზე კიდევ ერთი მატჩი შედგა - რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს ანგარიშით 18:13 მოუგო.

ევროპის ერთა თასზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ გასვლაზე ჩაატარებს. 20 მარტს „ბორჯღალოსნები“ მადრიდში ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდებიან.

54
ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმარს აღარ მალავს - წყვილი თაფლობის თვეს დუბაიში ატარებს - ვიდეო

0
(განახლებულია 11:28 08.03.2021)
ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმართან ერთად დუბაიში გაემგზავრა. წყვილი მზიან სანაპიროზე დროს არაჩვეულებრივად ატარებს

მომღერალ ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმარს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში დუბაიში გამგზავრების ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს ასაჯაროებს. წყვილი, სავარაუდოდ საიდუმლო ქორწინების შემდეგ, თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრა.

ნინი ქარსელაძე გათხოვებას მალავდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ნინის და მისი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა, თუმცა ოჯახი ამას მალავდა. ის მადლობას უხდის უფალს, რომ მის ოჯახს სიძის თაზო ჯახუტაშვილის სახით ასეთი დიდი ბედნიერება გამოუგზავნა.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებდა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენდა. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული 17 იანვარს 38 წლის გახდა და იუბილე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

როგორც ჩანს, თაზო სოციალურ ქსელებს დიდად არ სწყალობს. მისი პროფილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს და ფოტოები არ უდევს. მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტო იძებნება.

ნინი ქარსელაძე ამჟამად 30 წლისაა. ქართველმა მაყურებელმა ის ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

0