მოსკოვის „ლოკომოტივის" ქართველი ფეხბურთელით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ

© photo: Sputnik / Ilnar Tukhbatov / გადასვლა მედიაბანკშისოლომონ კვერკველია (პირველ პლანზე მარცხნივ)
სოლომონ კვერკველია (პირველ პლანზე მარცხნივ) - Sputnik საქართველო
გამოწერა
იური სემინი ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და მისი გაყიდვის წინააღმდეგია

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის" მცველით, საბა კვერკველიათი ინგლისის პრემიერ-ლიგის ორი კლუბი დაინტერესდა, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun.

„ლესტერ სიტი" და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი", რომელთაც სატურნირო ცხრილში, შესაბამისად, მე-8 და მე-19 ადგილები უკავიათ, იმედოვნებენ, რომ ქართველ ცენტრალურ მცველს ზამთრის ტრანსფერის ფანჯრის დროს მიიღებენ. ტაბლოიდის ინფორმაციით, ინგლისური გუნდების ხელმძღვანელობა მზადაა, რუსულ კლუბს კონკრეტული წინადადება შესთავაზოს.

სოლომონ კვერკველია - Sputnik საქართველო
კვერკველია ივლისში „ლოკომოტივის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„ლოკომოტივი" ქართველ ფეხბურთელს 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს. გარდა ამისა, კლუბის მთავარი მწვრთნელი კვერკველიას გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მას დაცვის ხაზის უმნიშვნელოვანეს რგოლად მიიჩნევს.

ამა წლის ზაფხულში მასმედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კვერკველიამ თავისი კარიერა, შესაძლოა, რუსეთში განაგრძოს. თუმცა, ფეხბურთელმა „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინგლისური პრემიერ-ლიგიდან ამ თემასთან დაკავშირებით მას არავინ დაკავშირებია.

ყველა ახალი ამბავი
0