ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

© photo: AFP 2020 / Chai Hin GOHქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტალახსძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი - 217 კილოგრამი გააუმჯობესა და ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, იუწყება ტელეომპანია "იმედი" (Imedi). 

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

დუშეთში მიმდინარე ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატზე სპორტსმენმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო.

ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი — 217 კილოგრამი გააუმჯობესა და ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება. ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება, სადაც ქართველი რეკორდსმენი ტურნირის ფავორიტი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0