ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებს მოუგო

© http://msy.gov.ge/ჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საბერძნეთში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები დაამარცხა, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდი.

ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველობის მე-7 ტურში საქართველოს გუნდმა ესპანეთს „მშრალი" ანგარიშით სძლია — 4:0 და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილზე რუსეთის გუნდია, რომელმაც იტალიას ანგარიშით 3:1 სძლია. მას აქტივში 13 ქულა აქვს. 

ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი და ხოუ იფანი ჩინეთიდან - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭადრაკე ინგლისის ტურნირზე სენსაციის ავტორი გახდა

თავიანთი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ.

10-10 ქულით მესამე ადგილს იყოფენ პოლონეთი და თურქეთი.

სამწუხაროდ, საქართველოს ვაჟთა ნაკრები მეშვიდე ტურში თურქეთის გუნდთან დამარცხდა.

მერვე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება, რუსეთი კი თურქეთს შეხვდება. 

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ორშაბათს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0