დასახელდა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსსა და ბელარუსთან მატჩებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვიპროსისა და ბელარუსის გუნდებთან მატჩებისთვის მომზადებას ქართველი ფეხბურთელები თბილისში 6 ნოემბერს დაიწყებენ

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებიც კვიპროსისა და ბელარუსის გუნდებთან ამხანაგური მატჩებისთვის მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას, ნათქვმია სფფ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სლოვაკი სპეციალისტის გაფართოებულ სიაში 24 მოთამაშე მოხვდა, რომლებიც შეკრებას თბილისში 6 ნოემბერს დაიწყებენ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი). 

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა სერბეთის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

პირველად ორი წლის განმავლობაში ნაკრებში გია გრიგალავა გამოიძახეს. ბოლოჯერ მცველმა ეროვნული გუნდის მაისური 2015 წლის 16 ნოემბერს, ალბანეთის წინააღნდეგ გამართულ მატჩში მოირგო.

10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო 13 ნოემბერს — ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის გუნდს უმასპინძლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0