საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში დამარცხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე
მატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფრენბურთელები ქომაგების დაბალმა მხარდაჭერამ გააკვირვა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში, რომელიც ამ დღეებში საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს, საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

პირველი ორი სეტი ხორვატების უპირატესობით ჩატარდა, რომლებიც ანგარიშით 25:12 და 25:13 დასრულდა.

მაგრამ მესამე სეტში ქართველებმა მობილიზება მოახდინეს და მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. აეწყო კომბინაციური თამაში, გაუმჯობესდა შეტევა, ამუშავდა ბლოკი. განსაკუთრებით კარგად თამაშობდა გუნდის კაპიტანი თიკა ჭაუჭიძე.

© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში
Матч между сборными Грузии и Хорватии в рамках чемпионата Европы по волейболу среди женщин - Sputnik საქართველო
მატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში

ამ ყველაფრის შედეგად ქართველმა გოგონებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი სეტი მოიგეს — 25:23.

მასპინძელს მეოთხე პარტიის მოგება და მატჩის ტაი-ბრეიკკზე გადაყვანა შეეძლო, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ქართველებს არ გაუმართლა და ხორვატმა ფრენბურთელებმა გამოგლიჯეს გამარჯვება სეტში (25:23) და ასევე მატჩშიც.

„ეს მატჩი უნდა მოგვეგო. ეს ბრძოლის გაგრძელების შანსი იყო. მაგრამ არ გამოგვივიდა. ძალიან ვწუხვარ", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" გუნდის კაპიტანმა თიკა ჭაუჭიძემ.

© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში
Матч между сборными Грузии и Хорватии в рамках чемпионата Европы по волейболу среди женщин - Sputnik საქართველო
მატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრების კაპიტანთან, თიკა ჭაუჭიძესთან ინტერვიუ იკითხეთ "Sputnuk-საქართველოს" ვებგვერდზე >>

მოგვიანებით, ამავე В ჯგუფში იტალიამ ბელარუსის გუნდს ანგარიშით 3:1 მოუგო (27:25, 25:18, 18:25, 25:21).

„იტალიის ნაკრები — ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია. ისინი სხვადასხვა ტურნირებზე გაცილებით სერიოზულ მეტოქეებს უფრო ხშირად ხვდებიან, და ჩემი აზრით, გამარჯვებაში ეს დაეხმარათ. წაგების მიუხედავად, სერიოზულად ვართ განწყობილი და დასკვნით თამაშში საქართველოს ნაკრების მოგების იმედი გვაქვს", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ბელარუსმა ფრენბურთელმა ანა კალინოვსკაიამ.

© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში
Матч между сборными Грузии и Хорватии в рамках чемпионата Европы по волейболу среди женщин - Sputnik საქართველო
მატჩი საქართველო-ხორვატია ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში

მან ასევე მადლობა გადაუხადა ქომაგებს, რომლებიც თბილისში მათი გუნდის თამაშს გულშემატკივრობდნენ.

გულშემატკივრებთან დაკავშირებით საპირისპირო კომენტარი გამოთქვა თიკა ჭაუჭიძემ. მისი თქმით, საწყენია ახალი სპორტის სასახლის ნახევრადცარიელი ტრიბუნების ნახვა და სასურველი მხარდაჭერის არ არსებობა. მით უმეტეს, როდესაც სამშობლოში თამაშობ.

В ჯგუფში კვირას დასკვნითი მატჩები ჩატარდება. 17:00 საათზე საქართველოს ნაკრები შეხვდება ბელარუსის გუნდს, ხოლო 20:00 საათზე იტალიელები ხორვატებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში იტალიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალის კვალიფიკაციას ავტომატურად მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0