ბასილაშვილმა საფრანგეთში АТР-ს ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

© AFP 2024 / Lionel Bonaventureნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ტურნირზე ნახევაფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 25 000 ევრო გამოიმუშავა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (64) საფრანგეთის ქალაქ მეცში АТР 250-ის სერიის ტურნირზე ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა.

ნახევარფინალში ქართველი ორ სეტში ანგარიშით 1:6, 6:7 დამარცხდა ფრანგ ბენუა პერისთან (41), რომელიც ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი. მატჩი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა.

პირველ სეტში პერი მეტოქის ჩაწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა და მან სამი ბრეიკის გაკეთება შეძლო. მეორე პარტიაში ბასილაშვილმა ძალების მობილიზება შეძლო და ჩაწოდება გააუმჯობესა. თუმცა ფრანგმა მას ბრეიკის გაკეთების საშუალება არ მისცა. საბოლოო ჯამში ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკს მიაღწიეს, რა დროსაც იღბალი კორტების მასპინძლის მხარეს აღმოჩნდა — 7:5.

ტურნირზე გამოსვლით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 25 000 ევრო გამოიმუშავა.

მეცის ტურნირის ფინალი 24 სექტემბერს ჩატარდება. გადამწყვეტ მატჩში პერი გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს (95) შეხვდება, რომელიც ფინალში საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0