ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა

© REUTERS / Stefan Wermuthნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ბენუა პერის შეხვდება

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (64) ორ სეტში უზბეკეთის წარმომადგენელ დენის ისტომინს ანგარიშით 7:5, 6:3 მოუგო და საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე АТР 250-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირზე ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი საფრანგეთის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი მეორე ჩაწოდებაზე გაცილებით ეფექტურად მოქმედებდა. ბასილაშვილმა ბურთების 75% მოიგო, მაშინ როდესაც მეტოქის მაჩვენებელმა 29% შეადგინა. ამ დროს ისტომინმა ოთხიდან ვერც ერთი ბრეიკ-პონტის რეალიზება ვერ მოახერხა, ბასილაშვილმა კი მეტოქის ჩაწოდების აღება სამჯერ შეძლო.

ფინალში გასვლაზე ბასილაშვილი ფრანგ ბენუა პერის შეხვდება, რომელიც ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი.

ნახევარფინალში გასვლით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 24 500 ევრო დაიმსახურა.

ტურნირი მეცში 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 482 000 ევროა, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებული კი ფრანგი ლუკა პუია.

ყველა ახალი ამბავი
0