საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები – ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი

© Sputnik / Alexander Imedashviliშეჯიბრება ძიუდოში - გრან-პრი
შეჯიბრება ძიუდოში - გრან-პრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში, რომელიც სლოვენიის ქალაქ მარიბორში გაიმართა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში დამარცხდა

ფინალში ქართველი სპორტსმენები აზერბაიჯანელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ ანგარიშით 2:3. აზერბაიჯანის გუნდს გამარჯვების ქულა აზარ იაგუბოვმა (-90 კგ) მოუტანა, რომელმაც ნიკო სიდამონიძეს სძლია.

ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის გუნდებს, რომლებმაც, შესაბამისად, გერმანიისა და იტალიის გუნდები დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ოთხი მედალი მოიპოვეს: ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ვერცხლის პრიზიორი ლუკა მაისურაძე (-81 კგ), ბრინჯაოს მედლების კი ავთო გრიგალაშვილი (-73 კგ), ამირან წიქორიძე და გელა ზაალიშვილი (ორთავე + 100 კგ) გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო აზერბაიჯანის ნაკრები გახდა, რომლის სპორტსმენებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0