ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა

© AP Photo / Martin Meissnerთემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეცბაიას ხელმძღვანელობით საფეხბურთო კლუბმა მოიგო სამი მატჩი, წააგო ოთხი და ერთიც ფრე ანგარიშით დაამთავრა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ საფეხბურთო კლუბ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, აღნიშნულია რუსული გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთთანხმობით გაწყვიტეს.

ქეცბაიასთან ერთად გუნდი დატოვეს მწვრთნელმა სოსო ჭედიამ და მწვრთნელმა ფიზიკურ მომზადებაში მიჩაელ მიჩაელმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კლუბი "ორენბურგი" მადლობას უხდის სპეციალისტებს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ვლადიმირ ფედოტოვი, რომელიც გუნდის მწვრთნელთა შტაბში 2015-2017 წლებში შედიოდა.

ქეცბაიას ხელმძღვანელობით საფეხბურთო კლუბმა მოიგო სამი მატჩი, წააგო ოთხი და ერთიც ფრე ანგარიშით დაამთავრა. გუნდმა დააგროვა 10 ქულა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

რუსულ კლუბში მოსვლამდე ქეცბაია ბერძნული АЕК-ისა და "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე კვიპროსის "აპოელისა" და "ანორთოსისის". 2008-2009 წლების სეზონში "ანორთოსისი" ქართველი სპეციალისტის ხელმღვანელობით უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა, სადაც ექვსი ქულა დააგროვა.

2009-2014 წლებში ქეცბაია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2016 წელს Coach World Ranking-მა ის მსოფლიოს 500 საუკეთესო მწვრთნელის სიაში შეიყვანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0