საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ლოკომოტივი" და "ტორპედო" დააჯარიმა

© Erovnuli Liga"ლოკომოტივი" და "ტორპედო"
ლოკომოტივი და ტორპედო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება "ტორპედოსა" და "ლოკომოტივს" შორის თამაშისას ინციდენტს უკავშირდება, როდესაც გულშემატკივარი მინდორზე ფაერებსა და პეტარდებს ყრიდა

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საფეხბურთო კლუბები — თბილისის "ლოკომოტივი" და ქუთაისი "ტორპედო", თითოეული 20 ათასი ლარით დააჯარიმა, აღნიშნულია ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, უახლოეს მატჩებს საკუთარ მინდორზე კლუბები ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებენ. ასევე მაყურებელი ვერ დაესწრება ამ კლუბების შეხვედრას, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე წრის ფარგლებში ქუთაისში გაიმართება.

კლუბებმა კიდევ ერთი პირობითი სასჯელი მიიღეს. სეზონის ბოლომდე ინციდენტის გამეორების შემთხვევაში გუნდებს სამ-სამი ქულა დააკლდებათ.

ასეთი გადაწყვეტილება სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 11 აგვისტოს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (2) ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედოსა" და "ლოკომოტივის" მატჩის დროს მოხდა.

შეხვედრის 85-ე წუთზე, როდესაც "ლოკომოტივი" 2:0 იგებდა, სტუმართა გულშემატკივარმა მინდორზე ფაიერებისა და პეტარდების სროლა დაიწყო. შედეგად მატჩის მთავარმა მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

დარჩენილი ხუთი წუთი გუნდებმა 14 აგვისტოს ითამაშეს. ანგარიში არ შეცვლილა.

სანქციებთან დაკავშირებით "ლოკომოტივმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კლუბი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასჯელი არაადეკვატურია. ასევე "ლოკომოტივი" ფედერაციის გადაწყვეტილებას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0