ქართველმა პოლიციელებმა აშშ-ში 3 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

© საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველი პოლიციელი მოჭიდავის გამარჯვება ლოს-ანჯელესში
ქართველი პოლიციელი მოჭიდავის გამარჯვება ლოს-ანჯელესში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში მიმდინარე „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა პირველივე დღეებში 3 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ:

  • მოჭიდავე იოსებ ხუციშვილი (თავისუფალი სტილი, 86 კგ), რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა;
  • ლუკა კურტანიძე (თავისუფალი სტილი, 125 კგ)
  • მოჭიდავე ბელდუხ გავაშელიშვილი (97 კგ).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ნოდარ მჭედლიშვილმა (90 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (100 კგ).

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ვერცხლის მედალს, ისინი ქართველ პოლიციელთა გუნდს მოცურავე გიორგი ბერძენიშვილმა შესძინა, რომელმაც ოლიმპიადაზე სხვადასხვა სტილით ცურვაში მიიღო მონაწილეობა. 

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0