ქართველი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბში გადავიდა

© FB / Georgian Football Federationვაკო ყაზაიშვილი
ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
24 წლის ვაკო ყაზაიშვილი კლუბის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი ამერიკული საფეხბურთო კლუბი „სან-ხოსე-ერტკუეიკსის" ღირსებას დაიცავს, ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე.

კონტრაქტის ვადა და თანხა ცნობილი არ არის.

„ჩვენ ახალგაზრდა შემტევ მოთამაშეს ვეძებდით, რომელიც სინამდვილეში აღაფრთოვანებს ფანატებს და შესაძლებლობა აქვს ჩვენთან დიდხანს დარჩეს. ვაკოში სწორედ ეს ვიპოვეთ", — ციტირებს გუნდის მენეჯერის ჯესი ფაიორანელის სიტყვებს კლუბის პრეს-სამსახური.

ვაკო ყაზაიშვილი 1993 წელს გურიაში დაიბადა. მისი დებიუტი თბილისის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში" 2010 წელს შედგა, საიდანაც გადავიდა რუსთავის "ოლიმპოში".

„ოლიმპოს" შემდეგ ყაზაიშვილი ბოლნისის „სიონის" სახელით ასპარეზობდა. 2011 წელს, როდესაც ფეხბურთელი 18 წლის გახდა, ის ჰოლანდიურ "ვიტესში" გადავიდა, სადაც 65 მატჩი ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.

2016-2017 წლებში ყაზაიშვილი იჯარის უფლებით თამაშობდა (ჰოლანდიური „ვიტესიდან") პოლონურ კლუბ „ლეგიაში", რომელიც იმ პერიოდში უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდა. „ლეგიის" შემადგენლობაში ყაზაიშვილი პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0