ქართველმა კარატისტებმა ტოლედოს შეჯიბრებაზე მედლები მოიპოვეს

© FB / Гогита Арканияგოგიტა არქანია
გოგიტა არქანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქართველმა კარატისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში, სადაც 17-18 ივნისს სპორტის ამ სახეობაში А სერიის შეჯიბრება გაიმართა, რომლის ორგანიზატორია კარატეს მსოფლიო ფედერაცია.

მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო კარატისტმა გოგიტა არქანიამ, ხოლო სპორტსმენმა დავით ტყებუჩავამ, რომელიც 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, ტურნირში მონაწილე მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა და სალიცენზიო ქულები მოიპოვა 2020 წლის ოლიმპიადისთვის, რომელიც ტოკიოში გაიმართება.

ბათუმში კარეტე-დო შოტოკანის საერთაშორისო ჩემპიონატსა და სემინარში ასობით სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა - Sputnik საქართველო
კარატე-დოს საერთაშორისო ჩემპიონატი ბათუმში

А სერიის კარატე — კარატეში მსოფლიო კლასის ტურნირების სერიაა, რომელიც კარატეს მსოფლიო ფედერაციის მიერ არის აღიარებული და მხარდაჭერილი. შეჯიბრების მიზანია მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების შეკრება უნარების და ბრძოლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც კარატეს მსოფლიო ფედერაციაში ირიცხება.

А სერიის მომდევნო შეჯიბრება სტამბულში 23-24 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0