U-20 მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მორაგბეებმა მეათე ადგილი დაიკავეს

© photo: Sputnik / STRINGERU-20 საქართველო ირლანდია
U-20 საქართველო ირლანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთადერთი გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება გაინაღდა. ეს ჩემპიონატი, სავარაუდოდ, არგენტინაში ჩატარდება.

თბილისი 18 ივნისი-Sputnik. რაგბში საქართველოს ნაკრები U-20-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე, დასკვნით მატჩში დამარცხდა. მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა რაგბისტებმა ირლანდიასთან 18:24 წააგეს.

ქართველებმა პირველი ტაიმი მოიგეს 10:7, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ ორი ლელო-გარდასახვა გამოეპარათ და სტუმრები დაწინაურდნენ 21:10.

მატჩი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატზე (U-20) ქართველმა მორაგბეებმა არგენტინა დაამარცხეს

თამაშში ინტრიგა გელა აფრასიძემ დააბრუნა. ქართველთა დამრტყმელმა მოედნის ცენტრიდან ულამაზესი რეიდით ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა 18:21. თუმცა მეტის გაკეთება მასსპინძლებმა ვეღარ მოახერხეს, ბოლოსკენ ერთი ჯარიმაც მიიღეს და 18:24 წააგეს. 

ამრიგად, ირლანდიელებმა მეცხრე ადგილი დაიკავეს, მასპინძლებმა მეათე. მეთერთმეტე ადგილისთვის შეხვედრაში არგენტინამ სამოას სძლია 53:42, მეშვიდე ადგილი შოტლანდიელებმა ავსტრალიის ნაკრების დამარცხებით დაიბევეს 24:17.

მსოფლიოს  ჩემპიონის ვინაობა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამ წუთებში ირკვევა ინგლისისა და ახალი ზელანდიის შეხვედრაში.


ყველა ახალი ამბავი
0