თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, რომელიც ამ დღეებში თბილისში ტარდება.
ნახევარფინალში შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, გერმანელ მაქს ხარტუნგთან დათმო ანგარიშით 11:15.
მოგვიანებით პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ხარტუნგმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილადი დაამარცხა.
"ტურნირი ძალიან კარგად დავიწყე – ჯგუფში ყველა ორთაბრძოლა მოვიგე. ფლეი-ოფში სამი გამარჯვება მოვიპოვე და ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მქონდა. მაგრამ მერე წავაგე. სპორტში ასეა – ხან მოიგებ, ხან წააგებ. მალე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და შევეცდები საკუთარი შედეგები გავაუმჯობესო", — თქვა ბაზაძემ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.
17 ივნისს ტურნირზე მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდება. სანდრო ბაზაძის თქმით, საქართველოს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მედალი მოიპოვოს.