ქართველი მოფარიკავე ევროპის ჩემპიონი გახდა

© FB / MSYევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში
ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კახიანი პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა ფარიკაობაში როგორც ქალებს ისე მამაკაცებს შორის.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ქართველმა ხმლით მოფარიკავე თეოდორა კახიანმა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში კახიანმა იტალიელ როსელა გრეგორიოს მოუგო 15:8. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები ამ დისციპლინაში გახდნენ რუმინელი ბიანკა პასკუ და უნგრელი ლიზა პუსტაი. 

ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. ტურნირში მონაწილეობას 408 სპორტსმენი (235 მამაკაცი და 173 ქალი) იღებს 40 ქვეყნიდან. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე 22 მოფარიკავით არის წარმოდგენილი. 

ყველა ახალი ამბავი
0