ქართველი მოფარიკავე

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

41
მერაბ ბაზაძის აღსაზრდელებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, კონტინენტური პირველობის გუნდური შეჯიბრება მოიგეს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ქართველმა მოფარიკავეებმა ოქროს მედლები მოიპოვეს, იუწყება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.

მერაბ ბაზაძის აღსაზრდელებმა ფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 45:36 დაამარცხეს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხმლით ფარიკაობაში კონტინენტური პირველობის გუნდური შეჯიბრება მოიგეს.

ფინალისკენ გზაზე ქართველმა მოფარიკავეებმა მოუგეს ბულგარეთს (45:34), რუმინეთს (45:31), ხოლო ნახევარფინალში რუსეთს — 45:41.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ფინალურ პაექრობაში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა — მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

 

41