მსოფლიოს ხელბურთის ჩემპიონატი – ყველა მონაწილე ცნობილია

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიხელბურთი
ხელბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაირკვა მონაწილე ყველა 24 გუნდი, რომელიც ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თბილისში იასპარეზებს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში აგვისტოში გაიმართება, ბოლო საგზურები მოიპოვეს არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, ვენესუელისა და მექსიკის გუნდებმა, იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი.

გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

არგენტინის გუნდი ჭაბუკ ხელბურთელთა პანამერიკული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და მსოფლიო პირველობაზე კვალიფიკაცია მოიპოვა. თბილისში ასევე იასპარეზებენ ნაკრებები, რომლებიც ტურნირზე პირველ ხუთეულში გავიდნენ.

სრული განთესვა ასეთია:

1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია

2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა

3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი

4 კალათი: პორტუგალია, რუსეთი, ბაჰრეინი, ტუნისი

5 კალათი: ეგვიპტე, იაპონია, კორეა, ჩილე

6 კალათი: ვენესუელა, ალჟირი, მექსიკა, ნორვეგია

ამგვარად, გარკვეულია ყველა 24 გუნდი, რომელიც ექვს კალათში განაწილდა. საქართველოს ნაკრები მესამე კალათში მოხვდა.

19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა 11 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება, სადაც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) შტაბ-ბინა მდებარეობს.

საქართველომ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, ბაჰრეინის დედაქალაქ დოჰაში მოიპოვა.

19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 8-20 აგვისტოს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0