ქართველი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

© FB / Empoli Fc Officialლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატზე ბოლო მატჩში გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი ტრავმა მიიღო, როგორც აღმოჩნდა მსუბუქი. „

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. იტალიური საფეხბურთო კლუბ „ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე უქმეებზე „სასუოლოს" წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩში მინდორს დაუბრუნდება, იუწყება იტალიური მასმედია.

ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
მჭედლიძემ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა

იტალიის ჩემპიონატის XXXIII ტურში „მილანის" წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში მჭედლიძემ 53-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მოგვიანებით, დეტალური სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზული არ არის და „სასუოლოს" (30 აპრილი) წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩში ქართველი ფორვარდი სათამაშო მოედანზე გამოვა.

„მილანის" წინააღმდეგ მატჩში მჭედლიძემ ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა, თამაში "ემპოლის" სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. თავდამსხმელისთვის ეს გოლი იტალიის ჩემპიონატში მეექვსეა. ამ მაჩვენებლით მჭედლიძე გუნდში საუკეთესო ბომბარდირია.

ყველა ახალი ამბავი
0