ფეხბურთი

საქართველო-სერბეთი: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პროგნოზი

1494
(განახლებულია 12:20 28.03.2017)
ნოდარ მაისურაძე
„Sputnik საქართველოს" სპორტული მიმომხილველი გთავაზობთ საქართველოსა და სერბეთის ფეხბურთის ნაკრებებს შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შედეგებზე პროგნოზს.

თბილისში საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 24 მარტს გაიმართება. ოთხი სათამაშო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს "D" ჯგუფში ორი ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო სერბეთის ნაკრები რვა ქულით მეორე ადგილზეა.

მატჩს გუნდები დიამეტრალურად საწინააღმდეგო ამოცანებით ხვდებიან. მასპინძლები, დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას ვეღარ შეძლებენ და მათი მთავარი ამოცანა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში ღირსეულად გამოსვლაა.

სერბებს კი რეალური შესაძლებლობა აქვთ, ჩაეჭიდონ რუსეთის საგზურს და ირლანდიასა და უელსს კონკურენცია გაუწიონ. ამიტომ თბილისში დაგეგმილი მატჩი მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, მით უფრო, რომ გუშინ სტუმრების კაპიტანმა ბრანისლავ ივანოვიჩმა განაცხადა, რომ სერბები საქართველოში სამი ქულის მოსაპოვებლად მოდიან.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი, შეიძლება ითქვას, კატასტროფული საკადრო პრობლემები აქვს. თამაშში ვე მიიღებენ მონაწილეობას შემტევი ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია, ასევე ცენტრალური თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გამოსვლების ცუდი სტატისტიკა აქვს, სრომელზეც მას 2012 წლის სექტემბრიდან აღარ გაუმარჯვია. მაშინ ბელარუსის გუნდს სძლიეს. მას შემდეგ 11 მატჩი გამართეს, მხოლოდ ოთხი ქულა აიღეს და შვიდჯერ დამარცხდნენ. გუნდმა მხოლოდ ხუთი გოლის გატანა შეძლო. Если რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, გუნდი თავის ჯგუფში ყველაზე შედეგიანია. ოთხ მატჩში მათ ცხრა ბურთი გაიტანეს.

ამასთან, სერბეთის გუნდს ძლიერი შუა ხაზი აქვთ. ამის გათვალისწინებით, მომავალ მატჩზე ორი ფსონის დადებას გთავაზობთ. პირველია სერბების სუფთა მოგება. ასეთი შედეგისთვის საშუალოდ 1.72 – 1.8 კოეფიციენტია გათვალისწინებული.

მეორე ფსონი — სერბეთი სულ ცოტა ორ გოლს გაიტანს. ასეთი პოზიცია ფასდება 1.85-დან 2.0-მდე.

ფსონები: ა) სერბეთის გამარჯვება 1.72 – 1.8

ბ) სერბეთი მინიმუმ ორ გოლს გაიტანს — 1.85 – 2.0.

1494