თბილისის გრან-პრიში მონაწილეობას 39 ქვეყნის ძიუდოისტები მიიღებენ

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიადამ ოქრუაშვილი
ადამ ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გრან-პრი 2017 წელს ისეთი წარმომადგენლობითი არ იქნება, როგორც ეს გასულ წელს იყო. დედაქალაქში 300 ძიუდოისტი შეიკრიბება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისის გრან-პრიში მონაწილეობა 39 ქვეყნის დაახლოებით 300-მა ძიუდოისტმა დაადასტურა. გრან-პრი 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველომ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, IJF-ისგან დამატებითი კვოტები მიიღო და გრან-პრიზე ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციით წარდგება — 28 მამაკაცი (შვიდ წონით კატეგორიაში) და 8 ქალი (ოთხ წონით კატეგორიაში).

თუმცა, წელს გრან-პრი თბილისში ისეთი წარმომადგენლობითი არ იქნება, როგორც გასულ წელს. მაშინ შეჯიბრებაში 73 ქვეყნის 450 სპორტსმენი მონაწილეობდა.

თურქეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ირაკლი უზნაძე - Sputnik საქართველო
თურქეთის ძიუდოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ეყოლება

წელს გამართულ გრან-პრიზე მონაწილეობას არ მიიღებენ იაპონიისა და სამხრეთ კორეის ძლიერი ნაკრებები. თბილისში, ძირითადად, ყველა ევროპული ქვეყნის გუნდი განახლებულ-ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩამოვა.

ეს, პირველ რიგში, იმით არის გამოწვეული, რომ 20-23 აპრილს პოლონეთში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩამოსვლაზე ბევრმა სპორტსმენმა თქვა უარი. ზოგი ძველ ტრავმებს იშუშებს, ზოგს კონტინენტის პირველობის წინ გარისკვა არ სურს, ზოგს კი დამატებითი დასვენება სჭირდება.

ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოს ნაკრებშიც, რომელიც, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით გამოვა. "ახალი სპორტის სასახლის" ტატამზე, კერძოდ, არ გამოვლენ ამირან პაპინაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ბექა ღვინიაშვილი და ავთო ჭრიკიშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ).

ყველა ეს ქართველი ძიუდოისტი საქართველოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა. ერთადერთი გამონაკლისია მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრან-პრიზე:

მამაკაცები:

(-60 კგ)

ლუხუმ ჩხვიმიანი

ლაშა ჩადუნელი

რობინზონ ბეგლარიშვილი

გიორგი ბროლაშვილი

(-66 კგ)

ლაშა გიუნაშვილი

თორნიკე ნაგლიაშვილი

თორნიკე თათარაშვილი

შალვა გაზაშვილი

(-73 კგ)

ფრიდონ გიგანი

გიგა გიგაური

ომარ ნიაზაშვილი

ტატო გრიგალაშვილი

ამბაკო ავალიანი

კობა მჭედლიშვილი

ნუგზარ ტატალაშვილი

გიორგი პაპუნაშვილი

(-90 კგ)

ნოდარ ბერიანი

უშანგი მარგიანი

არჩილ გოგოლაშვილი

ნიკა სიდამონიძე

ლაშა ტაველური

ალექსანდრე ზაალიშვილი

იასონ ნემსაძე

ონისე სანებლიძე

ლევან მათიაშვილი

(+100 кг)

ადამ ოქრუაშვილი

გუგა კიბორძალიძე

ონისე ბუღაძე

ქალები:

(-48 კგ)

ოლგა ალადოშვილი

(-57 კგ)

მარიამ ციხელაშვილი

ეთერ ლიპარტელიანი

მარიამ ჯანაშვილი

სალომე აბაშიძე

(-70 კგ)

ნინო ოძელაშვილი

თეა სუხიტაშვილი

(-72 კგ)

ელენე ქებაძე

ყველა ახალი ამბავი
0