მჭედლიძე სერბეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ მატჩში არ ითამაშებს

© сайт ФФГსაქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელმაც ტრავმა მიიღო, სერბეთის გუნდის წინააღმდეგ მატჩში შეიძლება გიორგი ქვილითაიამ შეცვალოს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კლუბის, "ემპოლის" თავდამსხმელი სერბეთის წინააღმდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მატჩი 24 მარტს თბილისში გაიმართება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და თავად მჭედლიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განაცხადეს.

ფეხბურთელის აზრით, თავდაპირველად ტრავმა არასერიოზული იყო, მაგრამ ის ვარჯიშს ძალიან ადრე შეუდგა, რასაც რეციდივი მოჰყვა. როგორც მჭედლიძემ აღნიშნა, მინდორს, სავარაუდოდ, 10-14 დღეში დაუბრუნდება.

ფეხბურთელები მოედანზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები სერბეთთან მატჩისთვის ემზადება

მჭედლიძის ძირითადი თავდამსხმელის პოზიციას სასტარტო შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, გიორგი ქვილითაია დაიკავებს, რომელიც ვენის "რაპიდში" გამოდის. ფორვარდი კარგ ფორმაშია. ავსტრიის ჩემპიონატის "მატერსბურგის" წინააღმდეგ მატჩში მისი გოლის წყალობით "რაპიდმა" ფრე შედეგს მიაღწია.

© Georgian Football Federationფეხბურთელი გიორგი ქვილითაია
ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია

ტრავმირებული მჭედლიძის გარდა სერბეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ორი შემტევი ნახევარმცველი — თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი") და გიორგი ჭანტურია ("ურალი"). ოქრიაშვილს მუხლის მყესების პრობლემა აქვს და მინიმუმ ნახევარი წელი ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება ჭანტურიას, მასაც მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და ამჟამად რეაბილიტაციას გადის.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-სერბეთი თბილისში 24 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. დაწყების დროა 21:00 საათი.

ყველა ახალი ამბავი
0