საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს

© FB / Торнике Окриашвилиთორნიკე ოქრიაშვილი ოპერაციის შემდეგ
თორნიკე ოქრიაშვილი ოპერაციის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქრიაშვილი მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას მინდორზე 74-ე წუთზე გავიდა და რამდენიმე წუთში ტრავმა მიიღო.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს. ინფორმაცია ამის თაობაზე ფეხბურთელმა თავის Facebook-გვერდზე თვითონ გაავრცელა.

ფეხბურთელმა დაწერა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ოქრიაშვილმა ასევე ყველას მადლობა გადაუხადა თანადგომისა და ყურადღებისთვის.

კვირკველია ტრავმირებულ ოქრიაშვილს ეხმარება - Sputnik საქართველო
ოქრიაშვილმა რუსეთის ჩემპიონატზე ფეხბურთში კვირკველიას „მოუგო“

ოქრიაშვილმა ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ექიმებმა მას მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანების დიაგნოზი დასვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელი მინდორზე გასვლას ნახევარ წელიწადზე ადრე ვერ შეძლებს.

ამგვარად, ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებში მოლდოვის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეს მატჩი 11 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0