საქართველოს პოლიციის მაიორმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

© FB / Федерация рекордов Грузииპოლიციის მაიორი იოსებ ხუციშვილი
პოლიციის მაიორი იოსებ ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა შებრუნებულ ცალ ხელზე 60 წამში 82 აზიდვა შეასრულა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პოლიციის მაიორმა, 37 წლის იოსებ ხუციშვილმა ცალი ხელით აზიდვებში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შოთა არველაძის საუკეთესო გოლები - Sputnik საქართველო
შოთა არველაძის საუკეთესო გოლების ტოპ-10

ხუციშვილმა შებრუნებულ ცალ ხელზე 60 წამში 82 მოძრაობა შეასრულა. ამით მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისივე შედეგები — 2013 წელს მან გააკეთა 65 აზიდვა, ხოლო ერთი წლით ადრე — 55.

ხუციშვილს ათზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვებსა და ორძელზე ვარჯიშში. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. მან გასული წლის ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2013 წელს კი ბელფასტში "პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადის" ჩემპიონი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0