მჭედლიძე ტრავმის შემდეგ მინდორს უბრუნდება და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშებს

© FB / Empoli Fc Officialლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან მჭედლიძე მზადაა, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩში მინდორზე გამოვიდეს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური კლუბი „ემპოლის“ თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმის შემდეგ უკვე მზადაა, მინდორზე გამოვიდეს, იუწყება იტალიური მასმედია.

ფორვარდმა საერთო ჯგუფში სრულფასოვნად ივარჯიშა და, „ემპოლის“ სამედიცინო შტაბის განცხადებით, მზადაა, შაბათს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამოვიდეს. 

© FB/ Empoli Fc Officialსაქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის ემპოლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე

თავდამსხმელმა ზურგი დაიზიანა 23-ე ტურის მატჩში „ტორინოს“ წინააღმდეგ. შედეგად, მჭედლიძე იძულებული გახდა „სერია А“-ს ორი მატჩი გამოეტოვებინა მილანის „ინტერისა“ (0:2) და რომის „ლაციოს“ (1:2) წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0